ახალი ამბები

ევროსაბჭო ასლან აბაშიძეს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა მოუწოდა აჭარის ხელისუფლებას თავი შეიკავონ ძალადობისგან.


20 თებერვალს ბათუმიდან დაბრუნებისას თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ვალტერ შვიმერმა თბილისსა და ბათუმს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.


„კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მე ვუთახარი ასლან აბაშიძეს მოლაპარაკებები არა მარტო თბილისთან, არამედ ადგილობრივ ოპოზიციასთანაც გამართოს“, – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე.


ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ბათუმის ოფისი 20 თებერვალს დაარბიეს, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ბათუმში საპროტესტო აქცია მოაწყო.


მანამდე ასლან აბაშიძის მხარდამჭერებსა და ოპონენტებს შორის ბათუმში შეტაკება მოხდა.


„ჩვენი აჭარას“ თბილისის ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც 20 თებერვალს აჭარაში მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ასლან აბაშიძეს აკისრებენ.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა აჭარის ძალადობის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იციან ყველა ის პიროვნება, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ შეტაკებას და დარბევას.


„თითოეული პიროვნება, რომელიც ამ ძალადობის უკან დგას, მკაცრად დაისჯება , – დასძინა მან. “ 


ასლან აბაშიძის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის ინციდენტი ასლან აბაშიძისა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერს შორის გამართულ მოლაპარაკებებს დაემთხვა. მოგვიანებით შვიმერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მსგავსი/Related

Back to top button