ახალი ამბები

შვეიცარიაში “მადნეულის” ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

შვეიცარიის ქალაქ ბერნში დღეს სააქციო საზოგადოება “მადნეულის” ყოფილი გენერალური დირექტორი ზურაბ ლობჟანიძე დააკავეს. ეს ფაქტი გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმაც დაადასტურა.


ზურაბ ლობჟანიძეს გადასახადების დამალვასა და სახელმწიფო ფონდების მითვისებაში ედება ბრალი.


ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს შვეიცარიელ კოლეგებთან მოლაპარაკებები ზურაბ ლობჟანიძის ქართული მხარისათვის გადმოცემის შესახებ. ამას, სავარაუდოდ, ერთი თვე დასჭირდება.
 
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ლობჟანიძე შვეიცარიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button