ახალი ამბები

პრეზიდენტმა ქართველი მესაზღვრეები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქართველი მესაზღვრეები  მედლებით და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.


მან მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე უკანონოდ მცურავი გემების დაკავებისას გამოჩენილი მამაცობისთვის.


“ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სეპარატისტებს, რომ არ ვაპირებთ მათთან ომს. თუმცა, მათ უნდა იცოდნენ, რომ არ დაუშვებთ აფხაზეთი გახდეს ნარკოტიკებისა და იარაღის  უკანონო შემოტანისა და ვაჭრობის ცენტრი. მე, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, გავცემ ბრძანებას და საქართველოს ტერიტორიული წყლების უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში ყველა მცურავი საშუალება დაკავებული იქნება. ხოლო წინააღმდეგობის შემთხვევაში უმკაცრესი ზომები გატარდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ აფხაზეთი არავისთვის გვიჩუქებია და ეს საქართველოს ტერიტორიაა” – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა მესაზღვრეების დაჯილდოების ცერემონიაზე.


იგი ასევე აფრთხილებს უცხოური ქვეყნის მცურავ საშუალებებს არ გადმოკვეთონ უკანონოდ საქართველოს საზღვრები. ასევე რუსეთის მხარეს სთხოვს პარტნიორობას, რათა მათი მხრიდანაც მოხდეს საზღვრების ერთობლივი გაკონტროლება.


პრეზიდენტმა 17 მესაზღვრეს მედლებთან ერთად ასევე ფულადი ჯილდოებიც გადასცა 1500 ლარის ოდენობით.

მსგავსი/Related

Back to top button