ახალი ამბები

ვალტერ შვიმერი ასლან აბაშიძეს ბათუმში შეხვდება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი დღეს ბათუმში  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდება.


ასლნა აბაშიძემ ამ დღეს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ ევროსაბჭო ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენდა საქართველოს, მათ შორის აჭარის მიმართაც.


შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად მხარეებმა შესაძლოა განიხილონ ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხი.


დღესვე დღის 12 საათზე აჭარის მთელ რიგ რაიონებში დაგეგმილია აჭარის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. აჭარის მოსახლეობა ასლან აბაშიძისა და მისი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button