ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნების წინ “ახლები” და “მრეწველები” ერთიან ბლოკს ქმნიან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ერთიანი ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადი “ახალი მემარჯვენეების” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წარმომადგენლებმა შეიტანეს.


28 მარტს საპარლამენტო არჩევნებში ორი პარტია გაერთიანებული ბლოკის “მემარჯვენე ოპოზიცია – ახლები და მრეწველების” სახელით მიიღებენ მონაწილეობას.


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადი ასევე შეიტანეს “ტრადიციონალისტებმა“ და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, და “ღვთისშვილთა და ჰელსინკის კავშირმა”.


კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე პარტიების მხრიდან ბლოკების შექმნის ვადა უკვე მეორედ 19 თებერვლიდან 21 თებერვლამდე გადაწია. 

მსგავსი/Related

Back to top button