ახალი ამბები

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დაზვერვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვალერი ჩხეიძე უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა. ახალმა უშიშროების მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა დღეს იგი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.


ვალერი ჩხეიძე ასევე უხელმძღვანელებს დაზვერვის დეპარტამენტს.


სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, დაზვერვის დეპარტამენტი უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა შემადგემლობაში შევიდა.

მსგავსი/Related

Back to top button