ახალი ამბები

ბურჯანაძე ავსტრიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც იგი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მესამე ზამთრის სესიას დაესწრება. პროგრამის ფარგლებში ბურჯანაძე ეუთო-ს მუდმივმოქმედი და გენერალური კომიტეტების სხდომებს დაესწრება.


დღესვე ნინო ბურჯანაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გააკეთებს მოხსენებას.


21 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პიტერ შიდერს და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრეა კოლს შეხვედება.
 
საქართველოს დელეგაცია თბილისში 22 თებერვალს დაბრუნდება.  


 

მსგავსი/Related

Back to top button