ახალი ამბები

ცსკო-მ საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა კვლავ გადაწია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ცალკეული პარტიების საარჩევნო ბლოკებად რეგისტრაციის ვადა 19 თებერვლიდან 21 თებერვლამდე გადაწია.
 
ამგვარად, პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტი დრო ექნებათ იმისათვის, რომ 28 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტნიორები შეარჩიონ.


ამჟამად, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ბლოკების შექმნის თაობაზე კონსულტაციებს მართავენ. 


„გაერთიანებული დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთიან ბლოკად ჩამოყალიბება საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების გამო არჩევნებისთვის ვერ მოხერხდება. თუმცა ამ მხრივ პარტიებს არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ. ჩვენ ერთიანი სიით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას”, – განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა და „გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.

მსგავსი/Related

Back to top button