ახალი ამბები

საქართველოს გერმანიაში, საფრანგეთსა და ნატოში ახალი ელჩები ეყოლება

საქართველოს პარლამენტმა 18 თებერვალს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ნატოში საქართველოს ელჩად დაამტკიცა.


ლანა ღოღობერიძე საფრანგეთსა და იუნესკოში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცეს. მანამდე იგი საქართველოს წარმომადგენელი იყო ევროსაბჭოში.


მაია ფანჯიკიძე, რომელსაც აქამდე გერმანიაში საქართველოს პირველი დესპანის თანამდებობა ეკავა, გერმანიასა და პოლონეთში საქართველოს ელჩი გახდა. 

მსგავსი/Related

Back to top button