ახალი ამბები

გენერალური პროკურატურა საზღვაო ბანკის საქმეს იძიებს

გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჭარაში არსებული “საზღვაო ბანკის” საქმიანობასთან დაკავშირებით. გენერალური პროკურორის მოადგილის კახა კობერიძის ინფორმაციით, არსებობს გარკვეული დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ წლების განმავლობაში ბანკი უკანონო საქმიანობას ეწეოდა.


“იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება გამოავლენს თანამდებობის პირებს ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველას მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და ყველა ეს პირი მიცემული იქნება პასუხისგებაში”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კახა კობერიძემ.


“საზღვაო ბანკის” ცენტრალური ოფისი ბათუმში მდეობარეობს.

მსგავსი/Related

Back to top button