
სააკაშვილი აბაშიძის თბილისში ჩამოსვლას მოითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის თბილისში ჩამოსვლის საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ თუ აჭარის ლიდერს საქართველოს ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება სურს ნებისმიერ დორს უნდა ჩამოვიდეს დედაქალაქში.
“ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ახლა ჩვენ გვაქვს ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ თუ ასლან აბაშიძე თბილისში არ ჩამოვა, ეს უკვე დაუმორჩილებლობის გამოხატულება იქნება მისი მხრიდან და შესაბამის დასკვნებს ადგილობრივი მოსახლეობა გააკეთებს მის წინააღმდეგ”, – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ასლან აბაშიძე არ ჩამოვა თბილისში, იგი მზად არის თავად ჩავიდეს ბათუმში, თუმცა არა როგორც ამას ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აკეთებდა, არამედ უკვე სხვა მისიით, რასაც შესაძლოა უკვე გარკვეული ცვლილებებიც მოჰყვეს.