ახალი ამბები

აბაშიძე თბილისში ჩამოსვლაზე უარს აცხადებს

აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ უარი განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ იგი არ აპირებდა თბილისში ჩამოსვლას.


საქართველოს პრეზიდენტმა 18 თებერვალს ხაზგასმით აღნიშნა აჭარის ლიდერის თბილისში ჩამოსვლის აუცილებლობა და დასძინა, რომ „თუ აბაშიძეს სურს კარგი ურთიერთობების დამყარება ცენტრალურ ხელისუფლებასთან, იგი უნდა ჩამოვიდეს თბილისში“.


აბაშიძე თბილისში ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ყოფილა მისი უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის მოტივით. 18 თებერვალს აბაშიძემ განაცხადა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ის შესაძლებელი თავდასხმები, რომლებიც მასზე თბილისში მზადდებოდა.


მიხეილ სააკაშვილმა გააფრთხილა აბაშიძე,  რომ მისი უარის თქმა ჩამოსვლაზე ჩაითვლებოდა როგორც დაუმორჩილებლობა. „ხოლო ნებისმიერ დაუმორჩილებლობას შესაბამისი რეაქცია ექნება“, – დასძინა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button