ახალი ამბები

სააკაშვილი უშიშროების არქივის გახნას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამინისტროში არსებული არქივის გახსნის და 1920-30 წლებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე არსებული საქმეების გამოქვეყნების ინიციატივით გამოდის. 

“ახალი ქართული სახელმწიფო არანაირად ვალდებული არ არის საბჭოთა კავშირის დროინდელი სააქმეები საიდუმლოდ შეინახოს. არსებობს დიდი, ისტორიული საქმეები, რომელთა გამომზეურება უნდა მოხდეს”, – განაცხადა დღეს უშიშროების სამინისტროში ახალი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით ასევე აუცილებლად მისაღებია ლუსტრაციის კანონი. სააკაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვისთვის ცნობილი უნდა გახდეს რომელი პიროვნება ვინ იყო და რას წარმოადგენდა.

მსგავსი/Related

Back to top button