ახალი ამბები

თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 17 თებერვალს ანკარაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ხაზგასმით აღნიშნეს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების საქმეში.


„თურქეთი და საქართველო განაგრძობენ თანამშრომლობას, რათა უზრუნველყონ სტაბილურობა რეგიონში“, – განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიამ“ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა გიულის სიტყვებზე დაყრდნობით.


აბდულა გიულის განცხადებით, მან თავის ქართველ კოლეგასთან კომერციული ურთიერთობებისა და ორმხრივი ინვესტირების გაზრდის საკითხები განიხილა.


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის თითქმის ყველა საკითხი იქნა განხილული შეხვედრაზე. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ორ ქვეყანას შორის რაიმე პოლიტიკური პრობლემები არ არსებობს. 

მსგავსი/Related

Back to top button