ახალი ამბები

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.


ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, არა-სამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.


20 თებერვალს ვალტერ შვიმერი აჭარაში გაემგზავრება, სადაც აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდება. 

მსგავსი/Related

Back to top button