ახალი ამბები

მინისტრთა კაბინეტი ლუსტრაციის კანონს დაუჭერს მხარს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 17 თებერვალს დეპუტატებს განუცხადა, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტი მხარს დაუჭერდა ლუსტრაციის შესახებ კანონს.


მისი განცხადებით, უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იმუშავებს ლუსტრაციის შესახებ კანონზე, რომელიც უშიშროების სამსახურს კანონიერ უფლებას მიანიჭებს გამოავლინოს ამჟამინდელი მაღალი  რანგის ოფიციალური პირების რაიმე კავშირი უცხოურ სპეცსამსახურებთან.


ეს წინადადება ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იქნა წამოყენებული; თუმცა ყოფილი ხელისუფლება მის მხარდაჭერას თავს არიდებდა.  


ჟვანიამ განაცხადა, რომ უშიშროების სამინისტროში ფუმდამენტალური რეფორმები გატარდებოდა. „უშიშროების სამინისტრო აღარ იქნება საბჭოთა კავშირის დროინდელი „სუკი“, – დასძინა ზურაბ ჟვანიამ.

მსგავსი/Related

Back to top button