ახალი ამბები

მთავრობის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტს თავდაცვის სფეროს რეფორმირება წარმოადგენს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ზურაბ ჟვანიას მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარება წარმოადგენს.


ზურაბ ჟავნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია თავდაცვითი პოლიტიკის ტრანსფორმაცია ნატო-ს სტანდარტებზე. “ჩვენ უნდა ვიცოდეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეალური შესაძლებლობები და ასევე ჯარი რეალურ დაფინანსებას უნდა იღებდეს. ჩვენი ამოცანაა ევროპისა და ნატო-ს რეკომენდაციების შესაბამისად გაიზარდოს შეიარაღებული ძალების დაფინანსება; დღევანდელი დაფინანსება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 0,69%-ს შეადგენს 2%-მდე უნდა გაიზრდოს”, – განაცხადა დღეს ზურაბ ჟვანიამ პარლამენტში სამოქმედო გეგმის წარდგენის დროს.


მისი თქმით, ჯარი უნდა იყოს კომპაქტური და რეალური ძალის მქონე.  

მსგავსი/Related

Back to top button