ახალი ამბები

სოხუმი ჟენევის პროცესში არ მონაწილეობს

აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების მიერ 17-18 თებერვალს ჟენევაში ორგანიზებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.


„აფხაზეთი არ აპირებს ელჩების [მეგობარი ქვეყნების ჯგუფიდან] წინადადებები შეისწავლოს, რომელთა მიზანია კონსტიტუციური პრეროგატივების დადგენა თბილისსა და სოხუმს შორის“, – განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასს“.


აფხაზური მხარე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობას ითხოვს, მაშინ როცა ქართული მხარე მას ფართო ავტონომიას სთავაზობს საქართველოს შემადგენლობაში.


საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე ამჟამად ჟენევის შეხვედრას ესწრება, რომელიც გაეროს ეგიდით მიმდინარეობს.


შეხვედრას ასევე ესწრება გოგა ხაინდრავა, რომელიც ახალ მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს და კონფლიქტების მოგვარების  საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი. 

მსგავსი/Related

Back to top button