ახალი ამბები

თედო ჯაფარიძე პრეზიდენტის დავალებით თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით ორდღიანი ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.


დღეს ანკარაში თედო ჯაფარიძე თავის კოლეგას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა გიულს და პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.


18 თებერვალს სტამბულში თედო ჯაფარიძე მოლაპარაკებებს გამართავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

მსგავსი/Related

Back to top button