ახალი ამბები

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას განიხილავს

საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხის განხილვას იწყებს. მინისტრთა კაბინეტის წევრები გასულ კვირას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ წარადგინეს.


კანდიდატთა დამტკიცება, რომელთაგანაც 15 მინისტრია, 4 სახელმწიფო მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგანაც რაიმე გართულებები მათ წინააღმდეგ მოსალოდნელი არ არის.


თუმცა, „სოციალისტებისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა 16 თებერვალს უკვე გამოხატეს თავიანთი პროტესტი და განაცხადაეს, რომ ისინი ხმას არ მისცემდნენ ახალ კაბინეტს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა კაბინეტს „აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პროგრესული უწოდა“.


მან გააფრთხილა კანდიდატები, რომ არ აიღონ ქრთამი და არ დაასაქმონ თავიანთი ნათესავები. „და თუ ამას გააკეთებთ, პირდაპირ ციხეში წახვალთ“, – დასძინა მან.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კაბინეტი ახალგაზრდებისა და პროფესიონალებისგან დაკომპლექტდება. 

კაბინეტმა უკვე დასახა სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე განიხილება პარლამენტის მიერ.  

მსგავსი/Related

Back to top button