ახალი ამბები

მოსკოვში აკვაპარკის ნანგრევებში სამი ქართველი მოყვა

რუსეთში საქართველოს საელჩომ დაადასტურა, რომ მოსკოვში 14 თებერვალს აკვაპარკის შენობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად  მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა შორის ქართველებიც არიან.

რუსეთში საქართველოს ელჩის კოტე კემულარიას თქმით, ერთ-ერთი დაშავებული ქართველი უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ორი ქართველის ძებნა გრძელდება.

თუმცა, როგორც მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, “სულ ცოტა იმედი რჩება, რომ ნანგრევებში გადარჩენილებს მიაგნებენ.”

ინციდენტის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 100 დაშავდა.

მსგავსი/Related

Back to top button