ახალი ამბები

პარლამენტი ფინანსური პოლიციის შექმნის საკითხს განიხილავს

პარლამენტმა დღეს ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ორგანოს – ფინანსური პოლიციის – შექმნის საკითხის განხილვა დაიწყო.


ახალი ორგანო ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შევა.


ამჟამად შინაგან საქმეთა და უშიშროების დაქვემდებარებაში არსებობს რამდენიმე დეპარტამენტი, რომლებიც ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვიან; თუმცა, ოფიციალურ პირთა თქმით, მათი მუშაობა კოორდინირებული არ არის.


ფინანსური პოლიციის ჩამოყალიბების შემდეგ ყველა ეს დეპარტამენტი გაუქმდება და ახალი ორგანო ერთადერთი სტრუქტურა დარჩება, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოლებს. 

Back to top button