ახალი ამბები

საქართველოს სანაპირო დაცვამ სეინერი დააკავა

საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურმა 12 თებერვალს სეინერი „ტრეპანგი“ დააკავა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე რუსული დროშით დაცურავდა.


„საქართველოს მესაზღვრეებს ცეცხლის გახსნა მოუხდათ, თუმცა ამას მსხვერპლი ან რაიმე ზარალი არ მოჰყოლია“, – განაცხადა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით გულუამ.


მისი განცხადებით, საქართველო კვლავაც განაგრძობს ამგვარი ოპერაციების განხორციელებას, რათა აღკვეთოს უცხოური გემების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შესაბამისი ნებართვის გარეშე.
ამჟამად სეინერი ფოთის პორტში იმყოფება. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სეინერი აფხაზეთთან შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად ახორციელებდა თევზჭერას.


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეშფოთება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და ეს ფაქტი საქართველოს მიერ საომარი მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე დადებული მოსკოვის შეთანხმების უხეშ დარღვევად შეაფასა. 

მსგავსი/Related

Back to top button