ახალი ამბები

პარლამენტმა ანტიკორუფციული კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 12 თებერვალს პირველი მოსმენით მიიღო ანტიკორუფციული ღონისძიებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი.

კანონპროექტის ძირითადი ნაწილი შეეხება თანამდებობის პირთათვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის, ან კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს მაღალი თანამდებობის პირთათვის იმუნიტეტის გაუქმებას. ამასთან, კორუფციაში ეჭვმიტანილის დამალვის შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედება ბრალდებულის დაუსწრებლად განხორციელდება.

ანტიკორუფციული კანონპროექტი სხვა ასაკითხებსაც ითვალისწინებს, რომელთა განხილვა პარლამენტში დღეს მოხდება.
       

მსგავსი/Related

Back to top button