ახალი ამბები

სააკაშვილმა მოსკოვის ვიზიტს წარმატებული უწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვის ვიზიტს საკმაოდ წარმატებული უწოდა.


„საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ გართულებული იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში. მთავარი, რასაც ჩვენ ამ შეხვედრაზე მივაღწიეთ ის არის, რომ შეიქმნა პოზიტიური ტენდენცია ჩვენი ურთიერთობის განვითარებისა. რუსეთს აქვს შინაგანი მოთხოვნილება იმეგობროს საქართველოსთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.


მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს 11 თებერვალს ეწვია, სადაც მან თავის რუს კოლეგასთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მსგავსი/Related

Back to top button