ახალი ამბები

სააკაშვილს სურს აბაშიძეს თბილისში შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეხვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს ნებისმიერ დროს და ამისთვის ჩავიდეს ბათუმში, თუმცა აცხადებს, რომ უკვე დადგა დრო თავად ასლან აბაშიძე ჩამოვიდეს თბილისში.


“ყველა უსაფრთხოების საკითხი დაცული იქნება. აჭარამ უკვე გადადგა პოზიტიური ნაბიჯი, როდესაც ცენტრალურ ბიუჯეტში თანხების მობილიზება დაიწყო. აქედან გამომდინარე, აჭარა ბრუნდება ქართული კონსტიტუციის სივრცეში”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.


ასლან აბაშიძე ბოლო 12 წელია თბილისში არ ჩამოსულა. ამის მიზეზად აჭარის ლიდერი ყოფილი ხელმძღვანელობის დროს უსაფრთხოების საკითხს ასახალებდა.

მსგავსი/Related

Back to top button