ახალი ამბები

პარლამენტი ანტი-კორუფციული კანონპროექტის განხილვას

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს დეპუტატები ანტიკორუფციულ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავენ.


22-გვერდიანი კანონპროექტი თორმეტ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში შემოდის გარიგებითი მართმსაჯულების პრინციპი. ბრალდებულს შეეფარდება კანონით გათვალისწინებული სასჯელი ან მის მიმართ საერთოდ შეწყდება სამართალწარმოება, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და გამოძიებას მიაწვდის უტყუარ მტკიცებულებას უფრო მძიმე ან სხვა უფრო მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.


ახალი კანონპროექტის მიხედვით, პიროვნებაზე აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და იწარმოებს გამოძიება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებული ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე  დასწრებას.


პროექტის მიხედვით, სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლებისთვის, კონტროლის პალატის თავმჯდომარისთვის და ავტონომიური რესპუბლიკების თანამდებობის პირებისთვის შესაძლებელია იმუნიტეტის გაუქმება.

მსგავსი/Related

Back to top button