ახალი ამბები

ქართველი და რუსი მესაზღვრეები საზღვრებს ერთობლივად გააკონტროლებენ

საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე გაზაფხულიდან ქართველი და რუსი მესაზღვრეები ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ.

შესაბამისი ოქმს საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე და მის რუსი კოლეგა ვლადიმერ პრომიჩევი აპრილში თბილისში მოაწერენ ხელს.

ვალერი ჩხეიძის თქმით, აპრილის თვეში იგეგმება თბილისში ვლადიმერ პრომიჩევის ვიზიტი, რომლის დროსაც გაფორმდება შეთანხმება რუსეთ-საქართველოს ერთობლივი პატრულირების შესახებ.

“ქართველი და რუსი მესაზღვრეები კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოსა და რუსეთის საზღვრის დასაცავად” – განაცხადა მოსკოვიდან დაბრუნებულმა ვალერი ჩხეიძემ. 

ვალერი ჩხეიძის მოსკოვში ვიზიტის დროს 11 თებერვალს ხელი მოეწერა ოქმს ორ უწყებას შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ.


 

მსგავსი/Related

Back to top button