ახალი ამბები

სახელმწიფო კანცელარია უქმდება

სახელმწიფო კანცელარია – ყოფილი პრეზიდენტის და ხელისუფლების სამუშაო ადგილი უქმდება. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო კანცელარია – ასეთი სტატუსის დაწესებულება აღარ იარსებებს და მისი ახალი სახელწოდება პრეზიდენტის ადმინისტრაცია იქნება.


სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ასევე შემცირდება კანცელარიაში მომუშავეთა კონტიგენტი. “თუ აქამდე კანცელარიაში 600-მდე თანამშრომელი იყო, მათი რიცხვი 120-მდე შემცირდება. ყველა მათგანს მიეცემა საშუალება გაიაროს კონკურსი და ვინც წარმატებით გაივლის ის დარჩება სამუშაო ადგილზე”, – დასძინა ზურაბ ჟვანიამ.


სახელმწიფო კანცელარიის ლიკვიდაციის საკითხზე უკვე მუშაობს კანცელარიის აპარატის უფროსი პეტრე მამრაძე.


“ამხელა ადმინისტრაციის ლიკვიდაცია მეტად რთული საქმეა და ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პეტრე მამრაძემ.  

მსგავსი/Related

Back to top button