
პარლამენტმა სტრუქტურული რეფორმების პროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა 11 თებერვალს აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირების პროექტი დაამტკიცა.
პროექტი სამინისტროებისა და დეპარტამენტების სტრუქტურაში გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს და მინისტრთა კაბინეტის მუშაობის წესს განსაზღვრავს.
სამინისტროების რაოდენობა 16-დან 15-მდე შემცირდება, რადგანაც გაუქმდება მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტრო. 16 დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს, შესაბამის სამინისტროებს შეუერთდება.
დაზვერვის დეპარტამენტი უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, ხოლო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შევა.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნება ახალი სტრუქტურა – ფინანსური პოლიცია – რომელიც ეკონომიკური და ფინასური დანაშაულების წინააღმდეგ იბრძოლებს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რეფორმები ხელს შეუწყობს, „მმართველობის უფრო მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებას“.
მისი განცხადებით, მინისტრთა კაბინეტი ამ სტრუქტურის მთავარი ორგანო იქნება. კაბინეტი გადაწყვეტილებებს კენჭისყრით მიიღებს. მისი სხდომები დახულ კარს მიღმა გაიმართება.