ახალი ამბები

ცსკო-მ საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა გადაწია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე “მრეწველების” ინიციატივა გაითავლისწინა და ცალკეული პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკების შესახებ განაცხადის შეტანის და რეგისტრაციის ვადა გადაწია.
 
შესაბამისად, ბლოკების შექმნის შესახებ განაცხადის შეტანის ვადა 14 თებერვლის ნაცვლად 19 თებერვლს ამოიწურება. ცსკო ბლოკების რეგისტრაციაში გატარების შესახებ განაცხადებს 25 თებერვლამდე განხილვას.
 
“მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნების საკითხი ასე მწვავედ დგას და ამასთან, არ შემცირებულა 7% ბარიერი, ცალკეულ პარტიებს ბლოკებად ჩამოყალიბების საშუალება უნდა მივცეთ” – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
 
ამ დროისათვის კომისიაში არც ერთ პარტიას ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადი არ შეუტანია.


როგორც ცნობილია “მრეწველები” კონსულტაციებს მართავენ “ახალ მემარჯვენეებთან” ერთიანი ბლოკის შექმნის შესახებ.


არ არის გამორიცხული ამავე ბლოკში ეროვნულ-დემოკრატებისა და ტრადიციონალისტების ერთობაც ვიხილოთ, თუმცა “მრეწველების” დღევანდელი ინიციატივა გვაფიქრებინებს, რომ ჯერ-ჯერობით ბლოკების შექმნის საკითხი კვლავაც ღიად რჩება. 

მსგავსი/Related

Back to top button