We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

საქართველო და რუსეთი საზღვრის დაცვის თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარე ვალერი ჩხეიძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იგი  რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის ერთობლივი დაცვის თაობაზე თავის რუს კოლეგებთან გამართავს მოლაპარაკებებს.


„ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას ინფორმაციის გაცვლის თაობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 თებერვალს რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


მოსკოვი გარანტიებს ითხოვს იმის თაობაზე, რომ ჩეჩენ მებრძოლებს საქართველოში არ შეუშვებენ. 


„საქართველო დაინტერესებული რუსეთთან თანამშრომლობით უსაფრთხოების საკითხებში, რადგანაც ტერორიზმი ჩვენი საერთო საფრთხეა“, – დასძინა სააკაშვილმა.

Back to top button