ახალი ამბები

პარტიზანებმა იარაღი ჩააბარეს

პარტიზანული მოძრაობა „ტყის ძმების“ მეთაურმა დავით შენგელიამ დღეს სამართალდამცავ ორგანოებს ცეცხლსასროლი და სხვა ტიპის იარაღი გადასცა.


“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მე ვესაუბრე გიორგი ბარამიძეს [შინაგან საქმეთა მინისტრს] და დავპირდი მას, რომ მთელ იარაღს ჩავაბარებდი. ეს იარაღი ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გამოტანილი”, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას დავით შენგელიამ.


4 თებერვალს ზუდგიდში ჩატარებული ოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა 30-მდე პიროვნება, მათ შორის პარტიზანებიც, დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს პირები პარტიზანული ოპერაციების ჩატარების საბაბით ადამიანთა გატაცებებში, კონტრაბანდულ საქმიანობასა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ.

Back to top button