ახალი ამბები

რუსეთი უარყოფს საქართველოში სამხედრო კონგინგენტის გაზრდას

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი სამხედრო კონგინტენტის გაზრდას საქართველოში, განსაკუთრებით აფხაზეთში.


„მე დავარწმუნე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომ რუსეთი არ გაზრდის თავის კონტინგენტს საქართველოში. არც აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობოების რაოდენობა გაიზრდება“, – განაცხადა ივანოვმა 11 თებერვალს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ივანოვმა სინანული გამოთქვა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის კონფლიქტი კვლავ მოუგვარებელი რჩება, თუმცა დასძინა, „ის ფაქტი, რომ რუსი სამშვიდობოები საქართველოში რჩებიან, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ გულგრილი არ არის“.   

მსგავსი/Related

Back to top button