ახალი ამბები

ბურჯანაძე ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობით კმაყოფილია

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი ნორმალურ მუშაობას შეძლებს.
 
“ეს გუნდი შეძლებს მუშაობას. სირთულეები უთუოდ ექნებათ, მაგრამ ერთობლივი მუშაობით ისინი შეძლებენ ვითარების გამოსწორებას და სირთულეების დაძლევას”,  – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ.


პარლამენტის ცალკეულ კომიტეტებში ახალი მინისტრთა კაბინეტის კანდიდატების განხილვა, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ საქართველოს პრეზიდენტთან მიხელ სააკაშვილთან ერთად საზოგადოებას 14 თებერვალს წარუდგინა, დღეს მოხდება. პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის წევრთა განხილვას სავარაუდოდ 17 თებერვალს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე შეუდგება.


 

მსგავსი/Related

Back to top button