ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელმა თავდაცვის სფეროში რეფორმების საკითხი განიხილა

ოთარ შალიკაშვილი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მთავარი მრჩეველი საქართველოს სამხედრო საკითხებში, 10 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრის შემდეგ აშშ-ის მრჩეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსულტაციების დროს თავდაცვის სამინისტროს რეფორმირების საკითხი იქნა განხილული.


თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების შედეგად საქართველოში სამოქალაქო პირი პირველად დაიკავებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ბეჟუაშვილი იქნება წარდგენილი ამ თანამდებობაზე. 

მსგავსი/Related

Back to top button