ახალი ამბები

სააკაშვილი მთავრობის ახალი კადრებით დაკომპლექტების მომხრეა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტის ახალი კანდიდატურებით დაკომპლექტების  მომხრეა და აცხადებს, რომ არც ერთი ძველი კადრი მთავრობაში არ დარჩება.


“მთავრობა ახალი, ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამით მთავრობა საბავშვო ბაღს არ დაემსგავსება”, – განაცხადა დღეს მოსკოვში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების ვადა 20 თებერვალს იწურება. ამ დროისთვის მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ვინაობაა დაზუსტებული. ამ პოსტზე პრეზიდენტმა სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია წარადგინა. დანარჩენი კანდიდატურების შერჩევაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ასევე დაგეგმილია სამინისტროების შემცირებაც.

მსგავსი/Related

Back to top button