ახალი ამბები

პარლამენტი ანტიკორუფციულ კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები ანტიკორუფციულ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავენ.

22-გვერდიანი კანონპროექტი თორმეტ კანონში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას. ანტიკორუფციული პაკეტი ითვალისწინება თანმდებობის პირთა მიმართ უკანონო, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას.

ამას გარდა, ქართულ კანონმდებლობაში შემოდის გარიგებითი მართლმსაჯულების პრინციპი. ბრალდებულს შეეფარდება კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასაჯელი ან მის მიმართ საერთოდ შეწყდება სამართალწარმოება, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და გამოძიებას მიაწვდის უტყუარ მტკიცებულებებს უფრო მძიმე ან სხვა უფრო მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება სისხლის სამართალწარმოების დასრულებას იმ შემთხვევაშიც, თუ ბრალდებული ავადმყოფობის ან არასაპატიო მიზეზის გამო თავს აარიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას ანდა მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ამდენად სასამართლოს შეეძლება განაჩენი გამოუტანოს ეჭვმიტანილს იმ შემთხვევაშიც კი თუ ეჭვმიტანილი მიმალვაშია.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია სამართავლდამაცავი სისტემის თანამშრომლებისათვის, კონტროლის პალატის თავმჯდომარისათვის და ავტონომიური რესპუბლიკების თანამდებობის პირებისთვის იმუნიტეტის გაუქმება.

Back to top button