ახალი ამბები

სააკაშვილი მოსკოვში გაემგზავრა

საქრთველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით  მოსკოვში გაემგზავრა. საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მოსკოვში 11 თებერვალს გაიმართება.


სამთავრობო დელეგაციის წევრები ასევე არიან გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი, საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი რუსეთში კოტე კემულარია და ბიზნესმენი, პოლიტიკური გაერთიანება “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ხელმძღვანელი გოგი თოფაძე, რომლის განცხადებითაც მოსკოვში ვიზიტის დროს დაგეგმილია მისი შეხვედრა რუს ბიზნესმენებთან.


ვიზიტის დროს რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობის საკითხები იქნება განხილული.

მსგავსი/Related

Back to top button