
ოპოზიცია სიტყვის თავისუფლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ მთავრობა ზეწოლას ახდენს დამოუკიდებელ ტელევიზიებზე.
ცოტა ხნის წინ ორმა წამყვანმა ტელეკომპანიამ „რუსთავი 2“-მა და „მზე“-მ ერთდროულად დახურეს ღამის საინფორმაციო პროგრამები. ამან გარკვეული ვარაუდი გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ამ ტელეკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებდა.
„ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ეს ვარაუდები მართალია, თუ არა, რადგან ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს პროგრამები იმის გამო დაიხურა, რომ ისინი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ“, – განაცხადა სოციალისტური პარტიის წევრმა ირაკლი მინდელმა 9 თებერვალს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
„არსებობს აშკარა მინიშნება იმის თაობაზე, რომ ეს პროგრამები ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი ტელევიზიების საქმიანობაში ჩარევის შედეგად დაიხურა“, – განაცხადა „ტრადიციონალისტების“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ.
პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უარყო ეს ხმები. „რამდენადაც მე ვიცი, ორივე კომპანია ახალი პროექტების დაწყებას გეგმავს და ამის გამო შეწყდა ეს პროგრამები“, – აღნიშნა ბურჯანაძემ სხდომაზე.