ახალი ამბები

საქართველოსა და თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილემ დავით გულუამ და თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურის მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ენგინ ჰეფერმა დღეს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის სამსახურებს შორის თანამშრომლობაზე მოაწერეს ხელი.


თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურის დელეგაცია ვიცე-ადმირალ ენგინ ჰეფერის ხელმძღვანელობით თბილისში 9 თებერვალს ჩამოვიდა.


თურქეთის დელეგაციის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარესთან ვალერი ჩხეიძესთან და მის მოადგილესთან დავით გულუასთან. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი, შავი ზღვის სივრცეში არბული სიტუაცია და საქართველოს ტერიტორიული წყლების დარღვევის ფაქტები განიხილეს.   

Back to top button