ახალი ამბები

პოლიციის ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომლები დაკითხვაზე გამოიძახეს

გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომლები დაკითხვაზე გამოიძახა. მათ შესაძლოა ძალაუფლების გადამეტებასა და კორუფციაში დასდონ ბრალი.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით თოდუა, საგზაო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით კობახიძე და თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი თამაზ ალანია 9 თებერვალს პროკუტარურაში დაიკითხებიან.


გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თამაზ ალანიას ზუგდიდში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმაში ედება ბრალი. აქციის სამი მონაწილე დაიჭრა, მას შემდეგ რაც თავდასხმელებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.   

Back to top button