ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე გერმანიაში აშშ-ის თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა

გერმანიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრადიციული, რიგით მე-40 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. საქართველოდან კონფერენციას საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე და თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ესწრებიან.


კონფერენციის პირველ დღეს 6 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს რეგიონალური თანამშრომლობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებზე.


აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკის ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მიესალმება კანონიერების ფარგლებში აქტიურ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ.

Back to top button