
ახალი ამბები
ასლან აბაშიძე მოსკოვში ვიზიტს განაგრძობს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა. მისი განცხადებით, მოსკოვში ვიზიტის დროს ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები იქნება განხილული.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია კონკრეტულად ვის შეხვდება ასლან აბაშიძე მოსკოვში და როდემდე გაგრძელდება მისი ვიზიტი.
ასლან აბაშიძე მოსკოვში იანვრის ბოლოს ორ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. იგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს შეხვდა. ბათუმში დაბრუნების შემდეგ ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში კვლავ გეგმავდა მოსკოვში გამგზავრებას.