
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი რაიონების გამგებლების არჩევითობის მომხრეა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაიონული გამგებლების არჩევის მომხრეა და აცხადებს, რომ თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტი უკვე მომზადებულია, სადაც გამგებლებს მოსახლეობა აირჩევს (აქამდე რაიონულ გამგებლებს პრეზიდენტი ნიშნავდა).
“ასეთ შემთხვევაში გამგებლები პასუხისმგებლები იქნებიან არა პრეზიდენტის, არამედ ხალხის წინაშე”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.
იგი არ გამორიცხავს ასევე გამგებლების რაოდენობის შემცირებას და თავად რაიონული მოწყობის გამსხვილებას. მისი თქმით, თბილისშიც შეიძლება დაიწყოს რაიონული გამსხვილებები. თბილისში რაიონების გამსხვილება 2001 წელს მოხდა და 10 რაიონის ნაცვლად 5 გამსხვილებული რაიონი შეიქმნა.