ახალი ამბები

სსფ და საქართველოს ხელისუფლება საბიუჯეტო პარამეტრებს განიხილავენ

საერთაშორო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია პაულო ნეუჰაუსის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ქვეყანაში არსებულ ფინანსურ სიტუაციას განიხილავს.


საქართველოს ხელისულფება სავალუტო ფონდის მისიას 2004 წლის საბიუჯეტო პარამეტრებს წარუდგენს.


იმ შემთხვევაში, თუ მისია და საქართველოს ხელისუფლება მიაღწევენ შეთანხმებას საბიუჯეტო  პარამეტრების თაობაზე,  სსფ აღადგენს დახმარების პროგრამებს საქართველოში.  


საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება, და გასულ წელს შეწყვეტილი პროგრამები 2004 წელს აღდგება. 


სსფ-სთან თანამშრომლობის აღდგენა დაეხმარება საქართველოს პარიზის კლუბის წინაშე ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხით წარსდგეს.

Back to top button