ახალი ამბები

დეპუტატები ტელეკომპანიებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტს გამოიძიებენ

საპარლამენტო ოპოზიციამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ორ წამყვან დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე „რუსთავი 2“-ზე და „მზე“-ზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის სავარაუდო ფაქტებს გამოიძიებს.


ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-მა და „მზე“-მ ერთდროულად დახურეს ღამის საინფორმაციო პროგრამები. ამან გარკვეული ვარაუდი გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ამ ტელეკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებდა.


დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი მოკავშირეა, კომისიის ერთ-ერთი წევრი იქნება. დავითაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების წინ საკმაოდ პოპულარული გადაცემების დახურვის თაობაზე სამართლიან ეჭვებს ბადებს.


„რუსთავი 2“-მა და „მზემ“ თავიანთი გადაწყვეტილება კომპანიებში მიმდინარე რეორგანიზაციით ახსნეს.

მსგავსი/Related

Back to top button