ახალი ამბები

სააკაშვილი მოსკოვში ვიზიტის დიდი მოლოდინით არ უყურებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას “მოსკოვში ვიზიტისგან დიდი მოლოდინები” არ აქვს.


“პრობლემები ვერ მოგვარდება ამ ერთი ვიზიტით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დადებითმა ტენდენციებმა იმატონ” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა ვიზიტი სწორედ ამ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი.


როგორც მოსალოდნელია, საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს 11 თებერვალს ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთა.

Back to top button