ახალი ამბები

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ დაიწყო მუშაობა.


რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.


დღევანდელ სხდომაზე უფლებამოსილება შეუწყდათ იმ დეპუტატებს, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე და კოტე კემულარია, რომელიც რუსეთში საქართველოს ელჩად არის წარდგენილი.

Back to top button