ახალი ამბები

შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ავსტრიაში გაემგზავრნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე 5 თებერვალს ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც თავის კოლეგას შეხვდება. მას თან ახლავს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე.


გიორგი ბარამიძის თქმით, ავსტრიაში თავის კოლეგასთან შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.


ავსტრიაში ვიზიტის შემდეგ გიორგი ბარამიძე და დავით თევზაძე მიუნხენში გაემგზავრებიან, სადაც ისინი უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან.    

Back to top button